იუტა ჯაზი, სანდრო მამუკელაშვილი, სან ანტონიო სპურსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 15 ქულა - სპურსმა იუტას მოუგო

NBA-ს პრე სეზონზე სან ანტონიო იუტას დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 126:120 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს, რომელმაც პარკეტზე 17 წუთი და 36 წამი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 15 ქულას, 2 მოხსნას და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

მამუკელაშვილმა 4-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და ზუსტი 2 აღმოჩნდა. სანდრომ 6-ჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება და 3-ჯერ გამოუვიდა. საჯარიმო ტყორცნა კი 2-დან 2 გამოიყენა. 2 მოხსნიდან 1 საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი კი მეტოქის.

მამუკელაშვილის მომენტები

შეგახსენებთ, რომ სპურსმა წინა მატჩი გოგა ბითაძის ორლანდოს მოუგო. აღნიშნულ მატჩში მამუკელაშვილი აქტიური იყო. სანდრომ მეჯიქის წინააღმდეგ 8 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

ცნობისთვის, შემდეგ მატჩს სან ანტონიო 16 ოქტომბერს მაიამის წინააღმდეგ გამართავს. რეგულარული სეზონი კი 25 ოქტომბერს დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბურჯანაძის გამორჩეული მატჩი - ლეიმა კორუნია მორაბანკ ანდორასთან დამარცხდა
ბურჯანაძის გამორჩეული მატჩი - ლეიმა კორუნია მორაბანკ ანდორასთან დამარცხდა