ბურჯანაძის გამორჩეული მატჩი - ლეიმა კორუნია მორაბანკ ანდორასთან დამარცხდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლეიმა კორუნია მორაბანკ ანდორას ესტუმრა და უშანსოდ 87:117 დამარცხდა.
წაგების მიუხედავად, გამორჩეული მატჩი ჰქონდა ბექა ბურჯანაძეს, რომელმაც პარკეტზე 28 წუთი და 31 წამი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მასზე უკეთსი სტატისტიკა ორივე გუნდში ერთად მხოლოდ 3 კალათბურთელს ჰქონდა.
ბურჯანაძემ 6-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და 1 ჩააგდო. ასევე 6-ჯერ ისროლა 3-ქულიანი და ზუსტი 3 აღმოჩნდა. რაც შეეხება საჯარიმო ტყორცნებს, ქართველმა 6 მცდელობიდან 3 გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ ლეიმა კორუნია ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში ერთი მოგებით და 2 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.