თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, გიგა ჯანელიძე, ვენეცია
Aa
Aa

შენგელია ჯანელიძის წინააღმდეგ - ვირტუს ბოლონიამ ვენეციას მოუგო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ვირტუს ბოლონია ვენეციას ესტუმრა და საკმაოდ მარტივად 76:68 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ვირტუსმა ოთხიდან სამი მეოთხედი მოიგო და მეტოქეს ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევდა.

თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში არ მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 23 წუთი დაყო და ყველაზე შედეგიანი იყო.

ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 17 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. მატჩის მიმდინარეობისას, შენგელიამ 8-ჯერ ისროლა 2-ქულიანი და ზუსტი 5 აღმოჩნდა. 3-ქულიანი სამჯერ ისროლა და ერთხელ ჩააგდო. თორნიკემ 4 საჯარიმო ოთხივე გამოიყენა. ამ შედეგით, ქართველი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

ცნობისთვის, ვენეციას შემადგენლობაში ქართველი კალათბურთელი გიგა ჯანელიძე თამაშობს, რომელმაც ვირტუსის წინააღმდეგ პარკეტზე 16 წუთი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 2 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგა ბითაძე: „ასეთ თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერი იოლია“
გოგა ბითაძე: „ასეთ თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერი იოლია“