ნაკრები თბილისში დაბრუნდა - 13 ოქტომბრის განრიგი
Aa
Aa

ნაკრები თბილისში დაბრუნდა - 13 ოქტომბრის განრიგი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინასთან მატჩის შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

ერთა ლიგის მომდევნო, მეოთხე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მატჩისწინა ვარჯიშს ვილი სანიოლის გუნდი საგურამოში, ლოკომოტივის საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ვარჯიში დაწყებამდე გაიმართება ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

13 ოქტომბრის განრიგი

15:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (საგურამო, სასტუმრო სევსამორა)

16:15 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (საგურამო, 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

17:30 ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია (მიხეილ მესხი)

18:00 ალბანეთის ნაკრების ვარჯიში (მიხეილ მესხი, 15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 3 ტურის შემდეგ, 6 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია. ჯვაროსნებისა და ალბანეთის მომავალი დაპირისპირება 14 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალგაზრდული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის ემზადება
ახალგაზრდული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის ემზადება