ბელალ მუჰამედი, შავკატ რახმონოვი
Aa
Aa

UFC-მ დაადასტურა - ბელალ მუჰამედი ქამარს შავკატ რახმონოვის წინააღმდეგ დაიცავს

UFC-ის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი ბელალ მუჰამედი ქამარს შავკატ რახმონოვის წინააღმდეგ დაიცავს. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია UFC-მ დაადასტურა.

მუჰამედისა და რახმონოვის ბრძოლა UFC 310-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც 8 დეკემბერს ლას-ვეგასში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მუჰამედმა ბოლოს 2024 წლის ივლისში იჩხუბა, სადაც მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ინგლისელი ლეონ ედვარდსი დაამარცხა და ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

რაც შეეხება რახმონოვს, მისი ბოლო ჩხუბი 2023 წლის დეკემბრით თარიღდება, როდესაც ყაზახმა მებრძოლმა მახრჩობელა ილეთით ამერიკელ სტივენ ტომპსონს სძლია. აღსანიშნავია, რომ რახმონოვს MMA-ში 18 ჩხუბი აქვს ჩატარებული, საიდანაც 18-ვეში მან ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა.

აქვე გეტყვით, რომ ლას-ვეგასში საჩემპიონო ქამარს უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ალეშანდრე პანტოჟა დაიცავს - მის მეტოქე UFC-ის დებიუტანტი, 30 წლის იაპონელი მებრძოლი, კაი ასაკურა იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვისთან დაიცავს ქამარს დუ პლესი | დენა უაითის კომენტარი
ვისთან დაიცავს ქამარს დუ პლესი | დენა უაითის კომენტარი