“მხოლოდ მნიშვნელოვან მატჩებში ვითამაშებ“ - მბაპეს ულტიმატუმი საფრანგეთის ნაკრებს
სპორტულ მედიაში, კილიან მბაპესთან დაკავშირებით, მორიგი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, გამოცემა Footmercato-ზე დაყრდნობით წერს, რომ კილიან მბაპემ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს ულტიმატუმი წაუყენა.
მადრიდის რეალის სუპერვარსკვლავს სურს, რომ მამლების რიგებში მხოლოდ მნიშვნელოვან მატჩებში ითამაშოს.
მისი პრიორიტეტი 2025 წელს ოქროს ბურთის მოგებაა. მბაპეს სურს, რომ თავიდან აიცილოს ყველა შესაძლო რისკი, რომელიც ტრავმებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, გადატვირთული გრაფიკის გამო არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო მძიმე დაზიანება, რის გამოც დარჩენილ სეზონში ვეღარ ითამაშებენ. მაგალითისთვის შეგვიძლია ტერ შტეგენის, კარვახალის, როდრის და ბრემერის შემთხვევები მოვიყვანოთ.