საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
Aa
Aa

ახალგაზრდული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს 21-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 15 ოქტომბერს, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.

რამაზ სვანაძის გუნდი უკვე სამშობლოშია და ქუთაისში მატჩისთვის ემზადება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო სტადიონის კარი 18:00 საათზე, მატჩამდე 2 საათით ადრე გაიღება. „შენგელია არენას“ სალარო მატჩის დღეს დილის 10:00 საათიდან იმუშავებს.

U21 | შემადგენლობა


მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი).

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის წინ, შვედეთი 17 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრები კი 16 ქულით მესამე ადგილს იკავებს. შვედეთი ბოლო ტურის მატჩს 14 ოქტომბერს, ჯგუფის ლიდერი ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამაზ სვანაძე: “ემოციურ კონტროლზე ბევრი გვაქვს სამუშაო“
რამაზ სვანაძე: “ემოციურ კონტროლზე ბევრი გვაქვს სამუშაო“