ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„წინ ალბანეთთან მატჩია და ერთად ვაგრძელებთ საერთო მიზნისკენ სვლას“ - ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნაკრების გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

როგორც კვარაცხელია წერს, თითოეული გულშემატკივარი ფეხბურთელებს ძალიან დიდ მუხტს და მოტივაციას აძლევს.

„მინდა მადლობა ვუთხრა პოლონეთში ჩამოსულ და სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს, ძალიან დიდ მუხტს და მოტივაციას გვაძლევთ, ასევე მადლობა ეკრანებთან მყოფ ყველა ქომაგს. წინ ალბანეთთან მატჩია და ერთად ვაგრძელებთ საერთო მიზნისკენ სვლას“, - წერს კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - ერთადერთი გოლი მიხაილო მუდრიკის ანგარიშზეა. 

ცნობისთვის, 3 ტურის შემდეგ საქართველო 6 ქულით პირველ ადგილზეა. პარალელურ ჩეხეთმა ალბანეთს დამაჯერებლად მოუგო და მეორე პოზიციაზეა ასევე 6 ქულით. ალბანეთსა და უკრაინას კი 3-3 ქულა აქვთ.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაშია: „ეს მარცხი ჩვენი გზის ნაწილია“
კაშია: „ეს მარცხი ჩვენი გზის ნაწილია“