მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი, ენდი კოული
Aa
Aa

“2 სეზონში 2 ტიტულის მოგება ადვილი არ არის“ - ენდი კოული ტენ ჰაგზე

როგორც მოგეხსენებათ, მანჩესტერ იუნაიტედის გულშემატკივრები ერიკ ტენ ჰაგის მუშაობით კმაყოფილები არ არიან.

თავად ნიდერლანდელი სპეციალისტი საკუთარ სამუშაოს დადებითად აფასებს და თვლის, რომ ყველაფერი კარგად არის.

ამასთან დაკავშირებით, კომენტარი ინგლისელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ენდი კოულმა გააკეთა და ერიკი დაიცვა.

რა თქვა კოულმა?

„2 სეზონში 2 ტიტულის მოგება ადვილი არ არის, მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვიან სხვები.. ადვილი რომ იყოს, ამას ყველა გააკეთებდა. შეხედეთ პეპ გუარდიოლას, ის ყველაფერს იგებს და შეხედეთ სხვა ელიტარულ მწვრთნელებს. რა მოიგეს მათ პირველ ორ სეზონში?“

შეგახსენებთ, რომ ტენ ჰაგმა მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო.

მიმდინარე სეზონში, წითელი ეშმაკები საშინელ ფორმაში იმყოფებიან. იუნაიტედი სატურნირო ცხრილში, 7 ტურის შემდეგ, 8 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯერჯერობით ლივერპულში რჩება - ბაიერნს ალისონი არ აინტერესებს
ჯერჯერობით ლივერპულში რჩება - ბაიერნს ალისონი არ აინტერესებს