საქართველოს 17-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

U17 - საქართველოს ნაკრები პოლონეთთან დამარცხდა

ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრები პოლონეთს სტუმრად დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 0:3 დამარცხდა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიხსნა. თავი შჩივალამ გამოიჩინა.

მეორე ნახევარი მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. 57-ე წუთზე, შჩივალამ დუბლი შეასრულა და პოლონეთის უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო წერტილი, 63-ე წუთზე მიკოლაი შჩერნიატოვიჩმა დასვა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსები მნიშვნელოვნად შეიმცირა. 

ცნობისთვის, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ბოლო ტურში სტუმრად სომხეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული დაპირისპირება 15 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 14:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თვითრწმენის კრიზისი ნაკრებშიც გრძელდება“ – Lyonfoot მიქაუტაძეზე
„თვითრწმენის კრიზისი ნაკრებშიც გრძელდება“ – Lyonfoot მიქაუტაძეზე