აბუ დაბის გრანდ სლემი - დვალიშვილის და გოჩილაიძის წარმატება
აბუ დაბის გრანდ სლემზე ქართულმა დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა. -81 კგ კატეგორიაში 3 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა.
ვერცხლის მედალს ზაურ დვალიშვილი დაეუფლა, რომელიც სამწუხაროდ ფინალში ზელიმ ცკაევთან დამარცხდა.
რაც შეეხება მეორე მედალს, ბრინჯაოს დიმიტრი გოჩილაიძე დაეპატრონა, რომელიც რეპეშაჟში კიდევ ერთ ქართველს, გაერთიანებული საემიროების სახელით მოასპარეზე ნუგზარ ტატალაშვილს დაუპირისპირდა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების მხრიდან, აბუ დაბიში მედლებისთვის ლუკა ბაბუციძე(-90კგ) და მიხეილ ჯაფარიძე იბრძოლებენ(-100კგ). აღნიშნულ ტურნირზე +100 კგ კატეგორიაში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს.
ასევე გეტყვით, გუშინ ნიკა ხუზარაშვილმა(-60კგ), ლუკა მოდებაძემ(-60კგ), ლაშა ნადირაძემ(-66კგ), გიორგი ჩიხელიძემ(-73კგ) და გიორგი ტერაშვილმა(-73კგ) თავიანთი დაპირისპირებები დათმეს და მედლის გარეშე დარჩნენ.