შავი ლომი
Aa
Aa

ზედიზედ მეოთხედ - შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია

„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის ოთხგზის გამარჯვებულია. 2024 წლის გათამაშების დასკვნით მატჩში „შავმა ლომმა“ პორტუგალიური „ლუზიტანუში“ დაამარცხა - 36:0. 

პირველი ტაიმი „შავი ლომის“ სასარგებლოდ 24:0 დასრულდა. ლელოები ლუკა მატკავას, გიორგი სინაურიძის, თენგიზ პერანიძის ანგარიშზეა, სამიდან ერთი გარდასახვა კი ზუსტად მატკავამ შეასრულა. 34-ე წუთზე „შავ ლომს“ ტექნიკური ლელო ჩაეთვალა.

მეორე ტაიმში „შავი ლომი“ მიღწეულით არ დაკმაყოფილდა - ლელოები თენგიზ პერანიძემ და ამირან შვანგირაძემ დადეს, ხოლო ორიდან ერთი ზუსტი გარდასახვა ისევ ლუკა მატკავას ანგარიშზეა.

შავი ლომი (საქართველო) – ლუზიტანუში (პორტუგალია) 36:0

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. დემურ ეფრემიძე, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. გიორგი სინაურიძე, 7. მიხეილ ბაბუნაშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი ნიკოლაძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ამირან შვანგირაძე.

გამოყენებულია ირაკლი ტყემალაძის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნინიაშვილთან ერთად ლა როშელი შარშან ჩემპიონი გახდებოდა - მათიაშვილი სარაგბო თემებზე
ნინიაშვილთან ერთად ლა როშელი შარშან ჩემპიონი გახდებოდა - მათიაშვილი სარაგბო თემებზე