გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„თვითრწმენის კრიზისი ნაკრებშიც გრძელდება“ – Lyonfoot მიქაუტაძეზე

ფრანგული გამოცემა Lyonfoot-ი ერთა ლიგაზე უკრაინასა და საქართველოს შორის გამართულ მატჩს ეხმიანება და საქართველოს ნაკრების ფორვარდზე, გიორგი მიქაუტაძეზე წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მიქაუტაძის თვითრწმენის კრიზისი ნაკრებშიც გრძელდება და მას უკრაინის წინააღმდეგ მორიგი უფერული მატჩი ჰქონდაო.

რას წერს გამოცემა:

„გიორგი მიქაუტაძეს რთული პერიოდი აქვს, იქნება ეს „ლიონში“ თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. უკრაინის წინააღმდეგ ის ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა გოლი ვერ გაიტანა, საქართველო კი 0:1 დამარცხდა.

მიუხედავად აშკარა მონდომებისა, მიქაუტაძემ მატჩის მიმდინარეობაზე გავლენა ვერ იქონია. „მეცის“ ექსფორვარდმა სრული მატჩი ჩაატარა, თუმცა მხოლოდ ორჯერ დაარტყა კარისკენ და ორივე დარტყმა არაზუსტი იყო.

მიქაუტაძის წარუმატებელი არახალია „ლიონში“ მისი თამაშების ფონზე, სადაც ქართველ ფორვარდს გოლი ჯერაც არ გაუტანია. ტრენდის შეცვლის მორიგი შანსი მას უკვე ორშაბათს, ალბანეთთან მატჩში მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ 7 ტურის შემდეგ მიქაუტაძის „ლიონი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, ქართველ ფორვარდს კი საგოლე მოქმედება ამ დრომდე არ ჰქონია.

პიერ საჟის გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 20 ოქტომბერს „ლე ავრის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბათუმში კიდევ უფრო გაგვიჭირდება“ - კუჩერი საქართველოსთან მატჩზე
„ბათუმში კიდევ უფრო გაგვიჭირდება“ - კუჩერი საქართველოსთან მატჩზე