ლივერპული, ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, მიუნხენის ბაიერნი, ვენსან კომპანი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

ჯერჯერობით ლივერპულში რჩება - ბაიერნს ალისონი არ აინტერესებს

რამდენიმე დღის წინ, სპორტულ მედიაში დაიწერა, რომ მიუნხენის ბაიერნს და პირადად ვენსან კომპანის ალისონის გადაბირება სურდა.

მანუელ ნოიერი ასაკშია და რეკორდმაისტერი მის შემცვლელს აქტიურად ეძებდა, თუმცა, როგორც გაირკვა აღნიშნული ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა.

გერმანელი გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იუწყება, რომ მიუნხენური გრანდის სიაში ალისონ ბეკერი არ მოიაზრება. მისი თქმით, ბრაზილიელი გამოცდილი და ტოპ მეკარეა, მაგრამ ბაიერნის ინტერესში არ შედის.

გერმანული გრანდი აპირებს, რომ მანუელ ნოიერს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივოს, ხოლო ამის შემდეგ, რეკორდმაისტერი ალექსანდერ ნუბელის კანდიდატურას განიხილავს. მიუნხენში მას ნოიერის მემკვიდრედ მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან ლივერპულში გიორგი მამარდაშვილი გადავა და ალისონს კონკურენციას სწორედ ქართველი მეკარე გაუწევს.

იმ შემთხვევაში, თუ ალისონი ბაიერნში გადავიდოდა, მამარდას კონკურენტი აღარ ეყოლებოდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩელსის“ ვარსკვლავისგან ასაღები ბურთი გაუშვა - მამარდამ ლივერპულელები შეაშფოთა
„ჩელსის“ ვარსკვლავისგან ასაღები ბურთი გაუშვა - მამარდამ ლივერპულელები შეაშფოთა