ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი
Aa
Aa

შანხაის მასტერსის გამარჯვებულს ჯოკოვიჩი და სინერი გამოავლენენ

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შანხაის მასტერის ფინალის საგზური მოიპოვა. „ნოლემ“ ნახევარფინალში მეშვიდე ჩოგანი, ამერიკელი ტეილორ ფრიცი 6:4, 7:6 (8:6) დაამარცხა.

მატჩი 1 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა. სერბმა ჩოგბურთელმა 7 ეისი შეასრულა, არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია და 9 ბრეიქპოინტიდან ერთი გამოიყენა.

ფრიცის ანგარიშზე 6 ეისია, ხუთი ორმაგი შეცდომა და ორი ბრეიქპოინტიდან არც ერთი.

ფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იტალიელი იანიკ სინერი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ჩეხი ტომაშ მახაჩი 6:4, 7:5 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ფინალში წარმატების მიღწევის შემთხვევაში ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის მე-100 ტიტულს მოიგებს.

შანხაის მასტერსის ფინალი 13 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
აქცენტი სლემებზე გაკეთდება - ჯოკოვიჩმა 2025 დაგეგმა
აქცენტი სლემებზე გაკეთდება - ჯოკოვიჩმა 2025 დაგეგმა