წყალტუბოს სამგურალი, რუდოლფო ვანოლი
Aa
Aa

წყალტუბოს სამგურალს იტალიელი სპეციალისტი გაწვრთნის

Crystalbet ეროვნულ ლიგაში სასიამოვნო სიახლეა. როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ აშვეთიამ წყალტუბოს სამგურალი დატოვა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სამგურალში ახალი სპეციალისტი დაინიშნა. ქართულ გუნდს 61 წლის იტალიელი როდოლფო ვანოლი გაწვრთნის, რომელთანაც ხელშეკრულება 2025 წლამდე გაფორმდა.

რუდოლფო ვანოლის ფეხბურთელობის დროს ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა ,,უდინეზე” და ,,ლეჩე”. მას სერია ა -ში 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. იტალიელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერა  2001 წელს შვეიცარიულ ,,მენდრისიოში” დაიწყო. შემდეგ იყო ,,ლუგანოს” მთავარი მწვრთნელი.

2006 წელს იტალიაში დაბრუნდა და უდინეზეს 19 წლამდე გუნდის მწვრთნელი გახდა. 2010 წელს იმუშავა ,,უდინეზეს” ტექიკურ დირექტორად. მომდევნო კლუბი იყო ,,პორდენონე”, სადაც ერთი სეზონი დაჰყო და სამუშაოდ ბულგარეთში, სოფიას ,,ცსკა”-ს დირექტორად გადავიდა.

2012 წლიდან - 2016 წლამდე სლოვენიური ,,კოპერის” მთავარი მწვრთნელი იყო. მისი მწვრთნელობის პერიოდში სლოვენიური გუნდი ევროთასებზე სტაბილურად ხვდებოდა და 2014-2015 2015-2016 წლების სეზონში ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.

2016 წელს სლოვენიურ ,,ოლიმპიაში” გადავიდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა. 2021 წლის თებერვალში ვანოლი ,,კოპერში” დაბრუნდა და 15 ივნისამდე იმუშავა.

მომდევნო წელს იტალიელმა სპეციალისტმა ტირანას ,,დინამოში” იმუშავა. ბოლოს კი იტალიური ,,სალერნიტანას” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი იყო. იტალიელი სპეციალისტი საქართველოში წუხელ ჩამოფრინდა და დღეს პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოელები აშვეთიას ხელმძღვანელობით Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის მეორე წრის სტარტზე კარგად გამოიყურებოდნენ, უკანასკნელ პერიოდში კი გაუჭირდათ და ზედიზედ სამ ტურში დამარცხდნენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამივე შემთხვევაში „სამგურალს“ საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავდათ და როგორც „ტორპედოსთან“ (0:1), ასევე „იბერიასთან“ (3:4) და „დინამო თბილისთან“ (1:2) იოლად არაფერი დაუთმიათ, რის გამოც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა შუა სეზონში ნამდვილად მოულოდნელი ამბავი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩელსის“ ვარსკვლავისგან ასაღები ბურთი გაუშვა - მამარდამ ლივერპულელები შეაშფოთა
„ჩელსის“ ვარსკვლავისგან ასაღები ბურთი გაუშვა - მამარდამ ლივერპულელები შეაშფოთა