The Guardian: ტუხელი ინგლისის ნაკრებთან მოლაპარაკებას აწარმოებს
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა ინგლისის ნაკრები ტომას ტუხელმა ჩაიბაროს. მას შემდეგ, რაც სამი ლომიდან გარეთ საუთგეიტი წავიდა, დროებითი მწვრთნელი ლიი კარსლი წვრთნის.
The Guardian წერს, რომ ტუხელსა და ინგლისის ფეხბურთის ფედერაციას შორის პირველად კომუნიკაცია შედგა, რომელიც საკმაოდ პოზიტიური გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტი უკანასკნელად მიუნხენის ბაიერნს წვრთნიდა, თუმცა გასულ სეზონში ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო და ამის გამო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ასევე გეტყვით, სპორტულ მედიაში ტუხელი მანჩესტერ იუნაიტედს დაუკავშირეს. წითელ ეშმაკებში ერიკ ტენ ჰაგის მოღვაწეობით კმაყოფილი არავინ არის და ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის ძიებაშია. ტომასი კი ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა.
ცნობისთვის, ტუხელს თავის კარიერაში ეროვნული ნაკრები არასდროს გაუწვრთნია და თუ ინგლისში დაინიშნება ეს მისთვის მნიშვნელოვანი და ახალი გამოწვევა იქნება.