ხვიჩა კვარაცხელია, არჩილ არველაძე
Aa
Aa

„მაქსიმუმ ორ წელიწადში ინგლისში ან „რეალში“ გადავა“ - არჩილ არველაძე კვარაზე

საქართველოს ნაკრების ექსფეხბურთელმა არჩილ არველაძემ „ნაპოლის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა და ვარაუდი გამოთქვა, რომ რამდენიმე წელიწადში კვარა მადრიდის „რეალში“ ან რომელიმე ინგლისურ ტოპ კლუბში აღმოჩნდება.

რა თქვა არჩილ არველაძემ:

„ასეთ დონეზე როდესაც ხარ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გუნდს ვერ შეიცვლი. რა თქმა უნდა, კვარა დიდი ფეხბურთელია და შეუძლია ესპანეთის, ინგლისისა და იტალიის საუკეთესო გუნდებში ითამაშოს, თუმცა სხვა იტალიურ კლუბში მისი ტრანსფერი რთული წარმოსადგენია. ახლა რომ „რეალში“ გადავიდეს, ბედნიერი ვიქნები. ვფიქრობ, მაქსიმუმ ორ წელიწადში ინგლისში ან „რეალში“ გადავა“.

რამდენიმე დღის წინ იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა ანაზღაურების სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს, რაზეც „ნაპოლის“ ხელმძღვანელები უარს ამბობენ და ამის გამო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

აქვე გეტყვით, რომ მოქმედი კონტრაქტი კვარას „ნაპოლისთან“ 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი მოქმედი ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონი ევროა.

ცნობისთვის, 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სხვა აგენტი, რომ ჰყავდეს, კვარა მეტს გამოიმუშავებდა“ - იტალიელი ექსპერტი
„სხვა აგენტი, რომ ჰყავდეს, კვარა მეტს გამოიმუშავებდა“ - იტალიელი ექსპერტი