ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ჰოლოუეი თოფურიას თავის ადგილს მიუჩენს“ - მაკგრეგორი ქართველმა გააბრაზა

კონორ მაკგრეგორი მუდამ გამოირჩეოდა სკანდალური განცხადებების გაკეთებით და როგორც ოქტაგონზე, ასევე ოქტაგონს მიღმა საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობს. უკანასკნელი კვირების განმავლობაში ის საკმაოდ ხშირად ახსენებს ილია თოფურიას და საჯაროდ გულშემატკივრობს მაქს ჰოლოუეის, რომელიც 27 ოქტომბერს „ელ მატადორის“ მეტოქე იქნება და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ქამრის პირველად დაცვას სწორედ მასთან ბრძოლაში შეეცდება. კონორმა კი ამ დაპირისპირებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჰოლოუეი გაამხნევა და ქართველი გააკრიტიკა.

რას ამბობს მაკგრეგორი

ეშმაკსაც წაუღია თოფურია. ესპანეთი მისი კი არა, ჩემი სამშობლოა. კარგად იცის რომ მისი სახლი ესპანეთში კი არა, სულ სხვაგან არის. ასე რომ, მაქს, წარმატებებს გისურვებ - მიუჩინე მას თავისი ადგილი.

ცნობისათვის, მაკგრეგორზე რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიამ ისაუბრა და ირლანდიელის გაღიზიანებას შეეცადა. ქართველმა ჩემპიონმა აღნიშნა, რომ კონორი ის აღარ არის, რომელსაც ადრე ვიცნობდით და უფრო მეტად ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან ასოცირდება, ვიდრე სპორტთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სურვილების გამოთქმის დროს ფრთხილად იყავი“ - მუჰამედი თოფურიას აფრთხილებს
„სურვილების გამოთქმის დროს ფრთხილად იყავი“ - მუჰამედი თოფურიას აფრთხილებს