გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ჩელსის“ ვარსკვლავისგან ასაღები ბურთი გაუშვა - მამარდამ ლივერპულელები შეაშფოთა

უკრაინა - საქართველოს (1:0) შეხვედრამ ბუნებრივია მთელ საფეხბურთო სამყაროში მიიქცია ყურადღება და მიხაილო მუდრიკის მიერ გიორგი მამარდაშვილს კარში გატანილ გოლთან დაკავშირებით, ქართველი მეკარის მომავალი კლუბის, „ლივერპულის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნდა, სადაც გიორგი მკაცრად იყო გაკრიტიკებული.  

თუმცა, არც იმ ფაქტისთვის ხაზის გასმა დავიწყებიათ, რომ პოზნანის სტადიონის მინდვრის საფარი საშინელ მდგომარეობაში იყო, რაც თავდამსხმელების გარდა, მათი კარისკენ წასული დარტყმების დროს, საქმეს მეკარეებსაც ერთიორად ურთულებს.

რას წერენ მამარდაშვილზე

ჩვენი გუნდის მომავალ გოლკიპერს გოლი „ჩელსის“ უკრაინელმა ლეგიონერმა გაუტანა, რაც უკვე შემაშფოთებელი ფაქტია. მუდრიკმა მარცხენა ფლანგიდან რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და მამარდაშვილის კარი არცთუ ძლიერი დარტყმით აიღო. თუმცა, გამეორეობაზე გამოჩნდა, რომ ცუდი საფარის გამო, ბურთი აშკარად ახტა, მიმართულება შეიცვალა და მეკარეს შანსი აღარ ჰქონდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, „ლივერპულის“ ფანებს საქმე სანერვიულოდ ნამდვილად აქვთ, რადგან ალისონის შემცვლელი, რომელიც გუნდის მომავლად განიხილება, ასეთ გოლებს არ უნდა უშვებდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაიომჰინ კელეჰერის სახით კლუბში კიდევ ერთი მაღალი კლასის მეკარეა და მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში ადგილს უბრძოლველად ნამდვილად ვერ მოიპოვებს.

სტატიის ბოლოში აღნიშნული გახლდათ ის ფაქტი, რომ გიორგი მამარდაშვილი გასული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე იყო და „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის ყურადღება საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა სწორედ კონტინენტის პირველობაზე ნაჩვენები უმაღლესი დონის თამაშით მიიქცია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა მამარდაშვილი
ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა მამარდაშვილი