სილვინიო
Aa
Aa

სილვინიო: „ჩეხებმა გვაჯობეს, თბილისში უკეთესები უნდა ვიყოთ“

ორშაბათს, 14 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ერთმანეთს ის გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებიც წინა ტურში დამარცხდნენ. გუშინდელი სათამაშო დღე პოზნანში წაგებულ საქართველოს ეროვნულ გუნდზე უფრო მეტად წარუმატებელი ალბანეთის ნაკრებისთვის იყო, რომელიც ჩეხებთან 0:2 დამარცხდა. თამაშის დასრულების შემდეგ, ბუნებრივია „შკიპერების“ ბრაზილიელი მთავარი მწვრთნელი სილვინიო უკმაყოფილებას ვერ მალავდა და პრეს კონფერენციის მსვლელობისას, მომავალი მეტოქე, საქართველოს ნაკრებიც ახსენა.

რა თქვა სილვინიომ

წაგება ყოველთვის მტკივნეულია და მიზეზების მოძებნა მიჭირს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მეტოქე ამ შეხვედრისთვის ერთი წელი ემზადებოდა, ჩვენ კი მოტივაცია და ენთუზიაზმი გვაკლდა. ახლა დროა ჩეხებისგან მაგალითი ავიღოთ და საკუთარ შეცდომებზე ვისწავლოთ, რაც სამომავლოდ გამოგვადგება.

ახლა წინ კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა გველის და თბილისში საქართველოსთან მატჩში უკეთესები უნდა ვიყოთ. მთავარი პრობლემა მომენტების გამოუყენებლობაა და ამ კომპონენტში მომატება გვმართებს.

სილვინიო ალბანეთის ეროვნულ გუნდს სათავეში 2023 წლის 1 იანვარს ჩაუდგა და მას შემდეგ მისი ხელმძღვანელობით გამართული 18 მატჩიდან ფეხბურთელებმა 8 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს. შეგახსენებთ, რომ ალბანეთსა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის სექტემბერში ტირანაში გამართული თამაში სტუმრებმა გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეტიენი:
სეტიენი: "მინდა ჩემს საფლავის ქვაზე დააწერონ - მოიგო ჩემპიონთა ლიგა „ბარსელონასთან“ ერთად"