ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიან პულიშიჩი
Aa
Aa

„პულიშიჩს მოულოდნელად აჯობა“ - კვარამ ბევრი გააოცა

რამდენიმე დღის წინ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, რასაც უმრავლესობა სრულიად ლოგიკურად და დამსახურებულად თვლის, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ეს ჯილდო „მილანის“ ამერიკელ ნახევარმცველს, კრისტიან პულიშიჩს უფრო ეკუთვნოდა. ერთ-ერთ გამოცემა World Soccer Talk-ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც დეტალურად არის გაანალიზებული როგორც კვარას, ასევე პულიშიჩის თამაში გასულ თვეში და თვლიან, რომ გამოკითხვის შედეგები ცოტა უსამართლოა.

რას წერენ კვარაზე

ის ფაქტი, რომ „ნაპოლი“ ისევ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდად ჩამოყალიბდა, ანტონიო კონტესთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას უდიდესი დამსახურებაა. „კალიარისთან“ „მონცასთან“ მოგებულ შეხვედრებში 23 წლის ქართველი უბრალოდ ფანტასტიური გახლდათ და თვის MVP-ის პრიზის მეოთხედ მოგებით იტალიური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.

თუმცა, ხომ არ იმსახურებდა ქართველზე უფრო მეტად აღიარებას კრისტიან პულიშიჩი? „მილანის“ ამერიკელმა ლეგიონერმა გასულ თვეში 3 გოლთან ერთად, 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. თანაც ერთი ბურთი „ინტერთან“ მიითვალა და „დერბი დელა მადონინაში“ „როსონერის“ ხანგრძლივი მოუგებელი სერიის დასრულებაში დაეხმარა, ეს კი ბევრს ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ თვის საუკეთესო მოთამაშეს იტალიის სერია A-ს ხელმძღვანელები 2019 წლიდან ასახელებენ და ამ აღიარებით ხვიჩა 4-გზის ლაურეატს, პაულო დიბალას გაუთანაბრდა და თუ კიდევ ერთხელ მოიპოვებს თვის MVP-ის პრიზს, ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკამათო გადაწყვეტილება და განრისხებული პულიშიჩი | აშშ კოპა ამერიკას გამოეთიშა
საკამათო გადაწყვეტილება და განრისხებული პულიშიჩი | აშშ კოპა ამერიკას გამოეთიშა