ოლექსანდრ ნაზარენკო
Aa
Aa

„მაგრად ვითამაშეთ და ხვიჩა გავაჩერეთ“ - ნაზარენკო საქართველოსთან მატჩზე

საქართველოსთან (1:0) მოგებულ საშინაო შეხვედრაში უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა თავის გამოჩენის საშუალება რამდენიმე დებიუტანტს მისცა და მათ შორის გახლდათ ოლექსანდრ ნაზარენკო, რომელიც 86-ე წუთზე შეხვედაში გამარჯვების გოლის ავტორის, მიხაილო მუდრიკის ნაცვლად გამოვიდა. მატჩის დასრულების შემდეგ კი, 24 წლის ფეხბურთელმა საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ნაზარენკომ

შეტევაში ქართველების ასეთი აქტიური თამაში ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა, რადგან მათ შესახებ ყველაფერი კარგად ვიცოდით. საბედნიეროდ, მწვრთნელის ყველა მითითება ძალიან კარგად შევასრულეთ და ხვიჩა კვარაცხელია და მისი ტექნიკური თანაგუნდელები სრულად გავანეიტრალეთ. მუდრიკი ფანტასტიური ფეხბურთელია და მშვენიერი გოლით მოგვაგებინა. ცუდია, რომ მეორე ტაიმში მარცხენა ფეხით ვერ გაიტანა, თორემ ანგარიში კიდევ უფრო სოლიდური იქნებოდა.

ცნობისათვის, „პოლისია ჟიტომირში“ ნაზარენკო 22 წლის ქართველი ნახევარმცველის გიორგი მაისურაძის თანაგუნდელია, რომელიც უკრაინის კლუბმა რამდენიმე თვის წინ თბილისის „დინამოდან“ დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოედნის საფარი არ მოგვეწონა, ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყო“ | მუდრიკის კომენტარი
„მოედნის საფარი არ მოგვეწონა, ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყო“ | მუდრიკის კომენტარი