გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

ერთიანობა და მიზნისკენ სვლა უნდა შევინარჩუნოთ - ფეხბურთელების შეფასებები

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის 2024 წლის გათამაშების მესამე შეხვედრა პოლონეთში გამართა და უკრაინასთან დამარცხდა (1:0). „ლურჯ-ყვითლებმა“ ანგარიში 35-ე წუთზე გახსნეს. გიორგი ქოჩორაშვილმა ბურთი დაკარგა და მიხაილო მუდრიკმა შესანიშნავად იმოქმედა. „ჩელსის“ ფეხბურთელმა სოლორეიდი შორეული დარტყმით დააგვირგვინა და უკრაინა დააწინაურა. ამ გოლით უკრაინამ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

მატჩის შემდეგ მედიას საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი ესაუბრა. ეს მოთამაშეები გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე და ოთარ კიტეიშვილი იყვნენ.

გიორგი მამარდაშვილი

ოთარ კიტეიშვილი

ოთარ კიტეიშვილმა მატჩის მიწურულს ფეხი იტკინა, თუმცა თამაშის შემდეგ თქვა, რომ სპაზმი ჰქონდა და თავს კარგად გრძნობს. ასე რომ ალბანეთთან მატჩისთვის მზად იქნება.

ოთარ კაკაბაძე

რაც შეეხება მინდვრის საფარს, მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლს ცუდ მინდორთან დაკავშირებით ვკითხე, თუმცა იმ მომენტისთვის მან არ იცოდა, რომ მინდვრის საფარი ასეთ ცუდ მდგომარეობაში იყო. „როცა ვნახავ, შემდეგ შემეძლება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა'' - ასე მიპასუხა ფრანგმა სპეციალისტმა.

ასევე გეტყვით, რომ უკრაინასთან მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო გიორგი ქოჩორაშვილმა, რის გამოც ალბანეთთან, 14 ოქტომბერს გასამართ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

3 ტურის შემდეგ საქართველო 6 ქულით პირველ ადგილზეა. ჩეხეთმა ალბანეთს დამაჯერებლად მოუგო და მეორე პოზიციაზეა ასევე 6 ქულით. ალბანეთსა და უკრაინას კი 3-3 ქულა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები