საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

„ძლიერი შემტევები ჰყავთ, მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არ ყოფილა“ | უკრაინელი მცველი

უკრაინის ნაკრების მცველმა, ივან კალიუჟნიმ საქართველოსთან გამართულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც „ლურჯ-ყვითლებმა“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს. კალიუჟნიმ უკრაინის ეროვნულ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და აღნიშნა, რომ „ჯვაროსნების“ ძლიერ შეტევასთან გამკლავება მარტივი არ ყოფილა.

„საქართველო ჩვენი ჯგუფის ლიდერია და მარტივი მატჩი ნამდვილად არ გვქონია. საინტერესო სწორედ ისაა, რომ რთული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ და მიზანს მივაღწიეთ.

საქართველოს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და მათთვის ვემზადებოდით. ჯვაროსნების რიგებში სოლიდური შემტევები თამაშობენ და მათ წინააღმდეგ ასპარეზობა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა“.

შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ, საქართველო პირველ ადგილზე იმყოფება და 6 ქულა აქვს. ჩეხეთმა ალბანეთს დამაჯერებლად მოუგო და მეორე პოზიციაზეა - ასევე 6 ქულა. ალბანეთსა და უკრაინას კი 3-3 ქულა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოედნის საფარი არ მოგვეწონა, ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყო“ | მუდრიკის კომენტარი
„მოედნის საფარი არ მოგვეწონა, ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყო“ | მუდრიკის კომენტარი