ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ვერ ბრწყინავდა და არ გაუმართლა“ - ნეაპოლური მედია კვარას თამაშზე

უეფას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს ნაკრები პირველად პოზნანში უკრაინასთან (0:1) დამარცხდა. შედეგად, სატურნირო ცხრილში ქართველებს ქულებით ჩეხეთი გაუთანაბრდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე ალბანეთი (2:0) მარტივად დაამარცხა. მსოფლიოს სპორტული მედია ამ თამაშს მეტ-ნაკლებად გამოეხმაურა, ნეაპოლელი სპორტული ჟურნალისტები კი ბუნებრივია განსაკუთრებულად ხვიჩა კვარაცხელიას ასპარეზობას აკვირდებოდნენ და დეტალური ანალიზი გამოაქვეყნეს.

რას წერენ კვარაზე

ვერ ბრწყინავდა და ჩვეულად აქტიურად ვერ გამოიყურებოდა. შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე კი არ გაუმართლა - ზურიკო დავითაშვილმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ იმის გამო, რომ კვარა თამაშგარე მდგომარეობაში იყო, გოლი გაუქმდა.

ხვიჩამ კარისკენ 2-ჯერ დაარტყა, საიდანაც ერთი დაუბლოკეს, ბურთს 46-ჯერ შეეხო, მისი 19 პასიდან 18 ზუსტი აღმოჩნდა და 13 ორთაბრძოლიდან 5 მოიგო. როგორც უკვე მოგახსენეთ თამაშგარეში ერთხელ მოხვდა და მის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ცნობისათვის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 37 მატჩიდან 23 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ 34 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თავი 17 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ის და მისი თანაგუნდელები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, 14 ოქტომბერს თბილისში ალბანელებს უმასპინძლებენ და შეხვედრა „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოედნის საფარი არ მოგვეწონა, ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყო“ | მუდრიკის კომენტარი
„მოედნის საფარი არ მოგვეწონა, ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყო“ | მუდრიკის კომენტარი