მიხაილო მუდრიკი
Aa
Aa

„მოედნის საფარი არ მოგვეწონა, ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყო“ | მუდრიკის კომენტარი

უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, მიხაილო მუდრიკმა საქართველოსთან გამართულ მატჩზე ისაუბრა, რომელიც მისი გოლით „ლურჯ-ყვითლებმა“ 1:0 მოიგეს. უკრაინელთა ლიდერმა მინდვრის საფარის გამო უკმაყოფილება გამოხატა და დასძინა, რომ მისმა გუნდმა ძლიერი ხასიათი აჩვენა.

„ამ მატჩს ძალიან დადებითად ვაფასებ და ჩვენი ნაკრების ხასიათით კმაყოფილი ვარ. მოედნის საფართან დაკავშირებული პრობლემების გამო, ჩვენი ფეხბურთის ჩვენება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. მატჩის დაწყებამდე ვიცოდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ორთაბრძოლები იქნებოდა და ამ კომპონენტში, მეტოქეს ვაჯობეთ.

კიდევ რა უნდა ვთქვა... მუდრიკი და კვარაცხელია - ეს საერთოდ სხვა თემაა. გოლს რაც შეეხება, ჩემი სამუშაო შევასრულე და გავაკეთე ის, რის გაკეთებაც ვიცი. ქართველების მსგავსად, მინდვრის საფარის მდგომარეობით ჩვენც უკმაყოფილონი ვიყავით. ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც მინდვრის კარგ საფარზე თამაშობენ, მაგრამ ყველაფერს გაზონს ვერ დავაბრალებთ და ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყო“.

შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ, საქართველო პირველ ადგილზე იმყოფება და 6 ქულა აქვს. ჩეხეთმა ალბანეთს დამაჯერებლად მოუგო და მეორე პოზიციაზეა - ასევე 6 ქულა. ალბანეთსა და უკრაინას კი 3-3 ქულა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ადრე თუ გვიან „ნაპოლიდან“ წასვლა მოუწევს“ - ცნობილი აგენტი კვარაზე
„ადრე თუ გვიან „ნაპოლიდან“ წასვლა მოუწევს“ - ცნობილი აგენტი კვარაზე