უკრაინის ნაკრები, სერგეი რებროვი
Aa
Aa

„კმაყოფილი ვარ, სამუშაო კარგად შევასრულეთ“ - სერგეი რებროვი

ერთა ლიგაზე საქართველოს წინააღმდეგ მინიმალური ანგარიშით მოგებული მატჩის შემდეგ უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და თავისი გუნდის თამაში შეაფასა.

რა თქვა რებროვმა:

„მე ყოველთვის კონცენტრირებული ვარ მატჩზე, ჩემს ფეხბურთელებზე და იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია. ყველამ ნახეთ, როგორი სოლიდური მატჩი გვქონდა, ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს და გაიმარჯვეს. ასე რომ, მე კმაყოფილი ვარ.

როგორ ვცდილობდით კვარას შეჩერებას? საქართველოს ნაკრებს მხოლოდ კვარაცხელია არ ჰყავს, მათ ძალიან სწრაფი და ტექნიკური შემტევები ჰყავთ, ამიტომ გვინდოდა, რომ მათ ჩვენი კარიდან რაც შეიძლება შორს მიეღოთ ბურთი, და ეს გამოგვივიდა. როგორც მეორე ტაიმში ნახეთ, ხვიჩა ფლანგზე იყო, ჩადიოდა უკან, იქ იღებდა ბურთს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სამუშაო კარგად შევასრულეთ“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურში პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე მიხაილო მუდრიკმა გაიტანა.

ამრიგად, 3 ტურის შემდეგ, საქართველო 6 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს. პარალელურად გამართულ მატჩში ჩეხეთმა ალბანეთს დამაჯერებლად მოუგო და მეორე პოზიციაზეა - ასევე 6 ქულა. ალბანეთსა და უკრაინას კი 3-3 ქულა აქვთ.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები შინ ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო უკრაინა ვროცლავში ჩეხეთს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოედნის საფარი არ მოგვეწონა, ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყო“ | მუდრიკის კომენტარი
„მოედნის საფარი არ მოგვეწონა, ორივე გუნდი თანაბარ პირობებში იყო“ | მუდრიკის კომენტარი