ედნალდო როდრიგესი, ლულა და სილვა
Aa
Aa

„ნაკრებში ლეგიონერები აღარ დამანახოთ“ - ბრაზილიის პრეზიდენტის სკანდალური განცხადება

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ ტურში ჩილესთან (2:1) მოპოვებული რთული გამარჯვების შემდეგ, სადაც ბრაზილიის ნაკრების რიგებიდან გოლები „ბოტაფოგოს“ მოთამაშეებმა იგორ ჟეზუსმა და ლუის ენრიკე ანდრემ გაიტანეს, ქვეყნის პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება გააკეთა. ლულა და სილვას თქმით, სელესაოს სხვა ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები არ სჭირდება და აქცენტი იმ მოთამაშეებზე უნდა გაკეთდეს, რომლებიც ბრაზილიის პირველობაში ასპარეზობენ.

რას ამბობს ლულა და სილვა

ისინი, რომლებიც საზღვარგარეთ ასპარეზობენ, ბრაზილიის სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელებს არაფრით აღემატებიან. უკვე დიდი ხანია ვამბობ, რომ ეროვნული ნაკრები შიდა ჩემპიონატის წარმომადგენლებით უნდა დაკომპლექტდეს და ამაზე ჩილესთან თამაშიც მოწმობს, სადაც სწორედ აქაური მოთამაშეების წყალობით გავიმარჯვეთ.

უნდა მივცეთ შანსი ბრაზილიის ჩემპიონატის ფეხბურთელებს და არა უცხო ქვეყნიდან გამოძახებულებს. ვიჯექი სახლში, ვუყურებდი თამაშს და ლეგიონერებიდან მხოლოდ მეკარე ედერსონი, ცენტრალური მცველი მარკინიოსი და ფორვარდები, როდრიგო და რაფინია ვიცანი, თუმცა უკანასკნელმა ორმა ჩემი ყურადღება მხოლოდ ვარცხნილობით მიიქცია.

ინტერვიუს დასასრულს ლულა და სილვამ დაამატა, რომ ის შეხვდა ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის პრეზიდენტს ედნალდო როდრიგესს და ისიც თვლის, რომ თანამედროვე პელეები და გარინჩები არა ევროპაში, არამედ ბრაზილიის ჩემპიონატში თამაშობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FourFourTwo-ს მარცხენა გარემარბების რეიტინგი - რომელ ადგილზეა კვარა
FourFourTwo-ს მარცხენა გარემარბების რეიტინგი - რომელ ადგილზეა კვარა