კილიან მბაპე
Aa
Aa

ღამის კლუბში თამაშის დროს - მბაპე სკანდალში გაეხვა

კილიან მბაპეს ბოლოდროინდელი საქციელი ფრანგ გულშემატკივრებში უდიდეს გაღიზიანებას იწვევს. თითქოს ის საკმარისი არ იყო, რომ ტრავმის მომიზეზებით ოქტომბრის მატჩებში საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობაზე უარის თქმის პარალელურად, „რეალის“ შემადგენლობაში „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ითამაშა, ამას კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი დაემატა.

ისრაელი-საფრანგეთის (1:4) მატჩის მიმდინარეობისას, 25 წლის მბაპე, რომელიც „სამფეროვნების“ კაპიტანია, სტოკჰოლმში იმყოფებოდა. თავდაპირველად მან ნათესავებთან ერთად ივახშმა, რის შემდეგაც უკვე მეგობრების გარემოცვაში ღამის კლუბში გაერთო. ყველაფერ ამას ემატება ის ფაქტი, რომ მბაპეს სამეფო კლუბის ხელმძღვანელებმა რამდენიმედღიანი დასვენების უფლება მისცა და ექიმებმა სპეციალური სავარჯიშო პროგრამა გაატანეს.

ფრანგულ სპორტულ პრესაში უკვე გამოქვეყნდა ღამის კლუბში მყოფი მბაპეს ფოტოები, რაზეც კომენტარის გაკეთება „ბლანკოსის“ ხელმძღვანელებს სთხოვეს, რომელთაც აღნიშნეს, რომ მათ ფეხბურთელს შვებულება მისცეს და შესაბამისად, ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არეულობა საფრანგეთის ნაკრებში - დავა კაპიტნის სამკლავურზე
არეულობა საფრანგეთის ნაკრებში - დავა კაპიტნის სამკლავურზე