ლი კარსლი
Aa
Aa

კარსლი: „დამაბრუნეთ ახალგაზრდულ ნაკრებში“

უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში გუშინ მთავარი სენსაცია „უემბლის“ სტადიონზე დაფიქსირდა, სადაც ინგლისის ნაკრები საბერძნეთის ეროვნულმა გუნდმა 2:1 დაამარცხა და B დივიზიონის მეორე ჯგუფში გალიდერდა. ბუნებრივია, ისევე როგორც მისი წინამორბედის გარეთ საუთგეიტის შემთხვევაში, ლი კარსლისაც კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს და ამ უკანასკნელმა თავის მართლების ნაცვლად, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დაბრუნება მოითხოვა.

რას ამბობს კარსლი

ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელებთან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს, თუმცა ამჯერად მათ საჯაროდ ვეტყვი - დამაბრუნეთ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. შეთანხმება თავიდანვე ასეთი იყო, რომ ნაკრებისთვის სამ შეკრებაზე უნდა მეხელმძღვანელა.

სექტემბერში ირლანდიელებთან და ფინელებთან წარმატებამ მეც გამახარა, მაგრამ მაშინვე ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, პრობლემები შემექმნებოდა. ალბათ ახლა ეს დრო დადგა და სჯობს, ჩემს ძველ პოზიციას დავუბრუნდე, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობდი.

კარლის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოსთან ასოცირდება - მისი ხელმძღვანელობით ინგლისის 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონი ბათუმში გამართულ ფინალში ესპანელების დამარცხების შედეგად გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რამე გააკეთე!“ - ფინალის დროს ბელინგემი საუთგეიტზე გაბრაზდა
„რამე გააკეთე!“ - ფინალის დროს ბელინგემი საუთგეიტზე გაბრაზდა