სასტარტო შემადგენლობა | როგორია ვილი სანიოლის ძირითადი თერთმეტეული
Aa
Aa

სასტარტო შემადგენლობა | როგორია ვილი სანიოლის ძირითადი თერთმეტეული

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მომდევნო შეხვედრას ერთა ლიგაზე გამართავს. რამდენიმე წუთში, „ჯვაროსნები“ უკრაინას დაუპირისპირდებიან და ცნობილია სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც ვილი სანიოლის გუნდი მატჩს დაიწყებს.

გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

უკრაინა - საქართველოს მატჩი პოზნანის ედნა სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ორი ტურის შემდეგ, საქართველოს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. უკრაინას ქულა ჯერ არ აუღია და ალბანეთთან და ჩეხეთთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები