გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„გოლების ძიებაში“ | ფრანგული გამოცემის სტატია მიქაუტაძეზე

ფრანგულმა გამოცემამ, Maxifoot-მა გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა და მის ბოლოდროინდელ ასპარეზობას გამოეხმაურა. „საქართველო: მიქაუტაძე გოლის ძიებაში“, - ასეთია სტატიის სათაური და აი, რას წერს ფრანგული გამოცემა;.

„მიმდინარე სეზონის სტარტი გიორგი მიქაუტაძისთვის კარგად ნაცნობია. მეციდან აიაქსში გადასვლის შემდეგ, ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირს პრობლემები შეექმნა და ფრანგულ კლუბს დაუბრუნდა, რათა სათამაშო ფორმა დაებრუნებინა. ნახევარი სეზონისა და კიდევ ერთი დიდი ტრანსფერის შემდეგ, მიქაუტაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ხარისხი ნამდვილად აქვს, მაღალ დონეზე საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება ისევ უჭირს.

ლიონმა იგი 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა და ქართველ თავდამსხმელს სადებიუტო გოლი ჯერ არ გაუტანია. ლიონის მთავარი მწვრთნელი, პიერ საჟი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და გვპირდება, რომ გიორგი თავს მალე გამოიჩენს. საჟი ზუსტად ასე იქცეოდა ალექსანდრ ლაკაზეტთან მიმართებით, რომელსაც პრობლემები ჰქონდა და როგორც იქნა, რეინჯერსთან გაიბრწყინა.

თუმცა, აშკარაა, რომ აიაქსში მიღებული გამოცდილება ლიონში დაბადებული მიქაუტაძის გონებაში უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს. ამსტერდამში მან ვერაფერი გააკეთა, მეცში კი ბოლო 14 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა. მიქაუტაძის დებიუტი რენთან შედგა და მან ძირითადში დაიწყო. კარგი თამაში ჰქონდა, მაგრამ პენალტი გააფუჭა. საკითხავია, განაპირობა თუ არა ამან მის გონებაში ეჭვების გაჩენა.

მომდევნო შეხვედრაში, იგი სკამზე იჯდა და ცვლილებაზე შევიდა, თუმცა მისთვის უცხო პოზიციაზე ათამაშეს და ფლანგზე გაამწესეს. 6 დღის შემდეგ, სტრასბურგთან მატჩში, ლაკაზეტის მხარდამხარ იასპარეზა. საინტერესო შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ეფექტურობა დააკლდა. ის გიფტ ორბანმა ჩაანაცვლა, რომელმაც დუბლი მიითვალა. ამ მატჩის შემდეგ, მეცის ექს-მოთამაშემ ძირითადი შემადგენლობის გემო მხოლოდ ერთხელ გაიგო და ნამდვილად ვერ გაიბრწყინა. საქართველოს ნაკრებში გამოძახება მიქაუტაძეს დაეხმარება და შესაძლოა, თავდაჯერებაც შემატოს“, - წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, 7 ტურის შემდეგ, „ლიონს“ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილს იკავებს. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს, „ლე ჰავრის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა მამარდაშვილი
ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა მამარდაშვილი