გიორგი ყრუაშვილი
Aa
Aa

ინგლისისა და ფინეთის ნაკრებების თამაშს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან

ინგლისის საფეხბურთო ნაკრები მომდევნო შეხვედრას ფინეთის წინააღმდეგ გამართავს. საბერძნეთთან განცდილი ფიასკოს შემდეგ, „სამი ლომი“ სამი ქულის აღებას შეეცდება და 13 ოქტომბერს, თბილისის დროით, 20:00-ზე, სტუმრის რანგში იასპარეზებს.

ფინეთისა და ინგლისის ნაკრებების თამაშს მსაჯთა ქართული ბრიგადა მოემსახურება. შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. გვერდითა მსაჯების ფუნქციებს ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია შეითავსებენ, ხოლო მეოთხე არბიტრი გიორგი ავაზაშვილი იქნება.

ინგლისისა და ფინეთის თამაშზე ვიდეო ასისტენტის როლს ბენუა მილო შეასრულებს, რომელიც საფრანგეთის წარმომადგენელია, მისი დამხმარე კი ალეკო აფციაური იქნება. ცნობისთვის, ყრუაშვილს წარსულში უეფას ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის თამაშები განუსჯია. გიორგი „სამი ლომის“ დონის გუნდის ნაკრების მატჩს პირველად გაუძღვება.

ცნობისთვის, ინგლისი ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობს და სამი ტურის შემდეგ, 6 ქულა აქვს. ჯგუფში პირველ ადგილს საბერძნეთი იკავებს, რომელმაც „სამ ლომს“ სტუმრად 2:1 სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სხვა აგენტი, რომ ჰყავდეს, კვარა მეტს გამოიმუშავებდა“ - იტალიელი ექსპერტი
„სხვა აგენტი, რომ ჰყავდეს, კვარა მეტს გამოიმუშავებდა“ - იტალიელი ექსპერტი