გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა მამარდაშვილი

Transfermarkt-მა ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი შემოგვთავაზა. „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ფასი Transfermarkt-ზე 45 მილიონი ევროა და „მამარდა“ საუკეთესოთა შორის მოხვდა.

მამარდაშვილი 26-ე პოზიციას იკავებს და მის მსგავსად, 25-ე და 24-ე ადგილებზე მყოფი არდა გიულერისა და კონორ გალაჰერის ღირებულებაც 45 მილიონი გახლავთ. 23-ზე, ტაკეფუსა კუბოს ვხედავთ - 50 მილიონი, მის შემდეგ კი ალექს ბაენა (50 მილიონი), ფერმინ ლოპესი (50 მილიონი) და ჟიულ კუნდე (55 მილიონი) მოდიან.

ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს რაც შეეხება, პირველი ვინისიუს ჟუნიორია - 200 მილიონი ევრო. მეორეზე მისი თანაგუნდელი, ჯუდ ბელინგემია (180 მილიონი), სამეულს კი „რეალის“ კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე ასრულებს (180 მილიონი). მადრიდელთა ტრიოს ლამინ იამალი მოჰყვება (150 მილიონი), ფედერიკო ვალვერდე კი მეხუთე ადგილზეა (130 მილიონი).

მეექვსე ადგილი - როდრიგო (110 მილიონი)

მეშვიდე ადგილი - ედუარდო კამავინგა (100 მილიონი)

მერვე ადგილი - ორელიენ ჩუამენი (100 მილიონი)

მეცხრე ადგილი - გავი (90 მილიონი)

მეათე ადგილი - პედრი (80 მილიონი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევი: მერაბი უმარს გაურბის, რადგან ის სერიოზული საფრთხეა
მახაჩევი: მერაბი უმარს გაურბის, რადგან ის სერიოზული საფრთხეა