გიორგი მაისურაძე, მირიან ოგნაძე, ზაზა მარტიაშვილი
Aa
Aa

12 მედალი - ქართველების ტრიუმფი პარაძალოსნობაში

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი უსინათლო ძალოსანთა შორის საქართველოს დელეგაციამ 12 მედლით დაასრულა. ქართველ სპორტსმენებს შორის საუკეთესო შედეგი მირიან ოგნაძემ აჩვენა, რომელმაც ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა და წოლჭიმში 213 კილოგრამის დაფიქსირებით მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ამავე ტურნირზე გამოდიოდა ზაზა მარტიაშვილი, რომელმაც ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიგო. რაც შეეხება გიორგი მაისურაძეს, მან სამ ვერცხლის მედალთან ერთად, ერთი დისციპლინაში ბრინჯაოს პრიზიორობა გაინაღდა.

ოგნაძე წლებია პარაძალოსნობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენია და წლევანდელი წარმატების გარდა, ის 2019 წელს ეგვიპტეში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მოგვიანებით კი ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1 ოქრო, 1 ბრინჯაო - ქართველი პარასპორტსმენების წარმატებული სტარტი
1 ოქრო, 1 ბრინჯაო - ქართველი პარასპორტსმენების წარმატებული სტარტი