ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ადრე თუ გვიან „ნაპოლიდან“ წასვლა მოუწევს“ - ცნობილი აგენტი კვარაზე

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა, გაეტანო ფედელემ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ადრე თუ გვიან კვარა „ნაპოლის“ აუცილებლად დატოვებს, მაგრამ ახლა მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება აუცილებელია.

რა თქვა გაეტანო ფედელემ:

„ჩემი აზრით, კვარამ ახალი კონტრაქტი აუცილებლად უნდა გააფორმოს, მაგრამ გამოსასყიდზე მოლაპარაკება შეიძლება. ეს იქნება დაბალი გამოსასყიდი და მაღალი ხელფასი. დღესდღეობით კვარამ უნდა მიიღოს ისეთივე ხელფასი, როგორიც ლუკაკუს აქვს.

მისი აგენტი ახლა ხელსაყრელ მდგომარეობაშია, იმიტომ რომ როდესაც კლუბი გთხოვს ახალი კონტრაქტის გაფორმებას, უნდა შემოგთავაზოს 10 მილიონი, და არა 6. ადრე თუ გვიან კვარას „ნაპოლიდან“ წასვლა მოუწევს, თუ ახლა არა, მაშინ მომდევნო წელს, მაგრამ ის აუცილებლად წავა“.

რამდენიმე დღის წინ იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვა ანაზღაურების სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს, რაზეც „ნაპოლის“ ხელმძღვანელები უარს ამბობენ და ამის გამო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

აქვე გეტყვით, რომ მოქმედი კონტრაქტი კვარას „ნაპოლისთან“ 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი მოქმედი ხელფასი წელიწადში 1,5 მილიონი ევროა.

ცნობისთვის, 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე რთული მეტოქე სერია A-ში | უდინეზეს მცველმა კვარა გამოარჩია
ყველაზე რთული მეტოქე სერია A-ში | უდინეზეს მცველმა კვარა გამოარჩია