ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ყველაზე რთული მეტოქე სერია A-ში | უდინეზეს მცველმა კვარა გამოარჩია

„უდინეზეს“ მარჯვენა მცველმა, კინგსლი ეჰიზიბუემ Sky Sport Italia-ს ინტერვიუ მისცა და სერია A-ს შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ეჰიზიბუეს სთხოვეს დაესახელებინა ყველაზე რთული მოწინააღმდეგე, ვის წინააღმდეგაც იტალიაში უთამაშია და მან ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

„ყველაზე რთული ოპონენტი? ხვიჩა კვარაცხელია, თუმცა, მასთან ახლოს არიან რაფაელ ლეაუ და ტეო ერნანდესი. მათ გარდა, ტიჯანი რეინდერსიც შეგვიძლია გამოვარჩიოთ. ისიც ძალიან ძლიერია და ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე.

როგორი ჩემპიონატია სერია A? სერია A სათამაშოდ ძალიან ძნელი ჩემპიონატია. ისევე როგორც იტალიური ენა“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიას 7 მატჩი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. „კვარა“ სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა და პაულო დიბალას მიღწევა გაიმეორა. ხვიჩას ეს ჯილდო 4-ჯერ აქვს მოგებული და არგენტინელთან ერთად, საუკეთესო შედეგის მფლობელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევი: მერაბი უმარს გაურბის, რადგან ის სერიოზული საფრთხეა
მახაჩევი: მერაბი უმარს გაურბის, რადგან ის სერიოზული საფრთხეა