ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„კონტეს ხელმძღვანელობით უფრო დაიხვეწა“ - სიომინმა კვარაზე ისაუბრა

ანტონიო კონტეს მიმართ კომპლიმენტებს არამხოლოდ გუნდის კარგი ასპარეზობის, არამედ იმის გამოც არ იშურებენ, რომ მისი ხელმძღვანელობით „ნაპოლის“ ცალკეული ფეხბურთელებიც უკეთესად ათამაშდნენ. ასეთივე აზრზეა ცნობილი რუსი მწვრთნელი იური სიომინი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის „ლოკომოტივში“ თამაშისას ავარჯიშებდა და ქართველი შემტევი ნახევარმცველის შესაძლებლობებს გადასარევად იცნობს.

რას ამბობს სიომინი კვარაზე

მას შემდეგ რაც ანტონიო კონტე „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ხვიჩა კვარაცხელია დაცვაში თამაშს გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობს. ეს მისი მოვალეობაა, ისევე როგორც მისი თანაგუნდელების და საოცრად მახარებს, როდესაც ვხედავ, როგორც სწრაფად ჩადის ხვიჩა დაცვაში და როგორ თამამად ერთვება ორთაბრძოლებში.

თავადაც კარგად იცის, რომ ასეთი უშიშარი სათამაშო სტილის გამო, ფეხებში ხშირად მოხვდება, რადგან უზომოდ ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ იმ საოცარი ნიჭის გამო, რაც მას გააჩნია, ყველაფრის კომპენსირება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ იტალიის ჩემპიონატში გამართულ 7 შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე პასია. რამდენიმე დღის წინ კი ის სერია A-სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ნაპოლისა და ჩვენი ჩემპიონატის სიმბოლოა“ - სერიას A-ს აღმასრულებელი დირექტორი
„ხვიჩა ნაპოლისა და ჩვენი ჩემპიონატის სიმბოლოა“ - სერიას A-ს აღმასრულებელი დირექტორი