საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„საქართველო უკეთეს ვითარებაშია, მატჩი ფრედ დასრულდება“ | უკრაინის ნაკრების ექს-მოთამაშე

უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ოლეგ შელაევმა საქართველოსთან ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა. შელაევმა პროგნოზი გააკეთა და ივარაუდა, რომ მატჩი ფრედ დასრულდება.

„უკრაინა ოპტიმალური შემადგენლობით რომ იყოს, შეგვეძლებოდა, ფავორიტი გვეწოდებინა, თუმცა, საკადრო პრობლემები გვაქვს და ძლიერი ფეხბურთელები გვაკლია. მათ ხარისხიანი დებიუტანტები შეცვლიან, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ახალ მოთამაშეებს დრო სჭირდებათ, რათა გუნდის ლიდერები გახდნენ.

ჩემი აზრით, საქართველო უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფება და თან, მათთვის ფრეც ხელსაყრელი შედეგია. ჯვაროსნები თავისთვის საყვარელ სტილში ითამაშებენ - დაცვაში დადგებიან და კონტრშეტევების შანსებს დაელოდებიან. ორივე ნაკრებისთვის რთული შეხვედრა იქნება და ორივეს თანაბარი შანსი ექნება. სწორედ ამიტომ, მგონია, რომ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდება“.

უკრაინა - საქართველოს მატჩი პოზნანის ედნა სტადიონზე 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წლის ყველაზე ყურებადი - თოფურიას შესახებ გადაღებული ფილმი რეკორდსმენია
წლის ყველაზე ყურებადი - თოფურიას შესახებ გადაღებული ფილმი რეკორდსმენია