„თუ მერაბი აპირებს, რომ თავი ამარიდოს...“ - რას წერს უმარი
რუსი მებრძოლი, უმარ ნურმაგომედოვი მზად არის, მერაბ დვალიშვილთან სატიტულო ბრძოლაზე უარი თქვას. ამის შესახებ მან X-ზე წერს.
„თუ მერაბი აპირებს, რომ თავი ამარიდოს, მე მას არ დაველოდები. მე ვიბრძოლებ ნებისმიერთან, ვისაც UFC რამადანამდე შემომთავაზებს“, - წერს უმარი.
ცნობისთვის, უმარი დაუმარცხებელი მებრძოლია და დიდი ხანია დვალიშვილთან ჩხუბი სურს. მან კარიერაში 18 ორთაბრძოლა მოიგო და ბოლოს კორი სენდჰეგენს ეჩხუბა, რომელსაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.
ნურმაგომედოვი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
ამასთან, ქართველმა „მანქანამ“ UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა. მერაბი ისტორიაში UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა და ასევე ისტორიაში პირველად, თავად Pound-for-Pound (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) რეიტინგში მოხვდა.