ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

„სხვა აგენტი, რომ ჰყავდეს, კვარა მეტს გამოიმუშავებდა“ - იტალიელი ექსპერტი

„მილანისა“ და „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი საფეხბურთო ექსპერტი ჯუზეპე ინკოჩიატი Station Radio-ს ესაუბრა და ანტონიო კონტეს გუნდი მიმოხილა. მან კვარაცხელიაც ახსენა და აღნიშნა, რომ უკეთესი აგენტის ყოლის შემთხვევაში მას ახლა უკეთესი კონტრაქტი ექნებოდა.

„კარგი აგენტის ყოლა ნიშნავს თანხების უზრუნველყოფას დიდი სარგებლით. შესაძლოა, კვარაცხელიას უკეთესი აგენტი, რომ ჰყოლოდა, მას მეტი გამოემუშავებინა.

ამ მხრივ ზოგადად ბოლო დროს დიდი წინსვლაა. ადრე აგენტების მხრივ ბევრი პრობლემა იყო. ნაპოლიმ უნდა მოახდინოს იმ ელემენტების სტანდარტიზაცია, რომლებიც გუნდში განსხვავებას ქმნიან. მაგალითად, როდესაც კაპელო მილანში დაინიშნა, ის ბევრს გამოიმუშავებდა, ჯანი რივერაზე მეტსაც. შემდეგ, კლუბმა რივერას ხელფასი ისე გაუზარდა, რომ მას ეს არც კი უთხოვია.

კვარამ ამ სეზონში თავისი თავი ხელახლა აღმოაჩინა. თავისი სიმხურვალე, სიმსუბუქე“.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ პროგრესირებს. „ნაპოლი“ ხვიჩას შესაბამის ანაზღაურებას არ სთავაზობს, კვარას წარმომადგენლები კი არ ჩქარობენ და 2025 წელს ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ნაპოლისა და ჩვენი ჩემპიონატის სიმბოლოა“ - სერიას A-ს აღმასრულებელი დირექტორი
„ხვიჩა ნაპოლისა და ჩვენი ჩემპიონატის სიმბოლოა“ - სერიას A-ს აღმასრულებელი დირექტორი