მახაჩევი: მერაბი უმარს გაურბის, რადგან ის სერიოზული საფრთხეა
მსუბუქი წონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონზე მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლას გაურბის.
– როგორ მოგწონთ დვალიშვილის საქციელი, რომელიც თავს არიდებს უმართან ჩხუბს?
„ის ჩემპიონია, ამიტომ ცდილობს ქამარი უფრო დიდხანს შეინარჩუნოს. უმარი სერიოზული საფრთხეა, დვალიშვილს ეს ესმის და ამის გამო ბრძოლას გაურბის“.
- განაცხადა მახაჩევმა.
მერაბს ქამრის დასაცავად ბრძოლის დროულად ჩანიშვნას ფაქტობრივად ყველა აძალებს. განსაკუთრებით აქტიურობს შონ ომალი, რომელმაც 2 დღის წინ, ილონ მასკის სოციალურ ქსელ X--ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
„თუ ცალწარბა (უმარ ნურმაგომედოვზე საუბრობს) და მერაბი წლის ბოლომდე არ იჩხუბებენ, მარტში, დვალიშვილთან ორთაბრძოლას გავმართავ. თუ ეს არ მოგწონს, შეგიძლია, კვერცხები ამილოკო“.
მერაბ დვალიშვილი UFC-ის მოქმედი ჩემპიონია. უმარ ნურმაგომედოვი კი დივიზიონში მეორე ნომერია. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მათ შორის ბრძოლა შედგება. დენა უაითს ეს გადაწყვეტილი აქვს და ახლა მხოლოდ თარიღის გამოცხადება რჩება.