დანი მაკელიე
Aa
Aa

საქართველო ალბანეთის მატჩის მსაჯთა ბრიგადა ცნობილია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს პოლონეთში უკრაინასთან ერთა ლიგის B დივიზიონში მესამე ტურის შეხვედრას გამართავს. 14 ოქტომბერს კი თბილისში ალბანეთს უმასპინძლებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, თუ რომელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება „მიხეილ მესხზე“ გასამართ დაპირისპირებას.

საქართველო ალბანეთის მატჩის მთავარი არბიტრი 41 წლის ნიდერლანდელი დანი მაკელიე იქნება.

საკმაოდ ცნობილი ნიდერლანდელი არბიტრი 2011 წლიდან უმაღლესი დონის შეხვედრებს სჯის. მაკელიეს საქართველოს ნაკრების მატჩზე აქამდე ერთხელ უმსაჯია - 2020 წლის ევროპის საკვალიფიკაციო შეხვედრა, რომელშიც „ჯვაროსნებმა“ სენტ გალენში შვეიცარიასთან 0:1 წააგეს.

სანაკრებო ტურნირზე სულ ბოლოს მას ევრო 2024-ის ორი მატჩის გაძღოლა მოუხდა: გერმანია - უნგრეთი (2:0) და ხორვატია - იტალია (1:1). ამ ორივე შეხვედრაში მან 12 ყვითელი ბარათი უჩვენა და იტალიელთა კარში პენალტიც დანიშნა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ალბანეთის მატჩი 14 ოქტომბერს „მიხეილ მესხზე“ 20:00-ზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი რა თქმა უნდა გაყიდულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა ნაპოლისა და ჩვენი ჩემპიონატის სიმბოლოა“ - სერიას A-ს აღმასრულებელი დირექტორი
„ხვიჩა ნაპოლისა და ჩვენი ჩემპიონატის სიმბოლოა“ - სერიას A-ს აღმასრულებელი დირექტორი