ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ხვიჩა ნაპოლისა და ჩვენი ჩემპიონატის სიმბოლოა“ - სერიას A-ს აღმასრულებელი დირექტორი

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველი ფეხბურთელი წარმატებას სერია A-ს აღმასრულებელი დირექტორი გამოეხმაურა.

ლუიჯი დე სიერვო:

„ხმების რაოდენობა, რომელიც პლატფორმაზე EA SPORTS შემოდის, აჩვენებს იმას, რომ ბევრ გულშემატკივარს სურს, სერია A-ს არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. კვარაცხელია „ნაპოლისა“ და მთლიანად ჩვენი ჩემპიონატის სიმბოლოა.

არაჩვეულებრივი მოთამაშე, რომელსაც საკუთარი ხარისხიანი თამაშით შეუძლია მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ხვიჩა ასევე პოზიტიური ფიგურაა ახალგაზრდებისთვის, ის ამბიციური შედეგების მისაღწევად საჭირო ერთგულებისა და მონდომების სიმბოლოა“.

შეგახსენებთ, რომ 7 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, ხვიჩა კვარაცხელიას კი 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ოქტომბერს საბა გოგლიჩიძის „ემპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეთავაზება აღარ შეიცვლება, გადაწყვეტილება კვარამ უნდა მიიღოს“ - ლუკა მარკეტი
„შეთავაზება აღარ შეიცვლება, გადაწყვეტილება კვარამ უნდა მიიღოს“ - ლუკა მარკეტი