ილია თოფურია
Aa
Aa

წლის ყველაზე ყურებადი - თოფურიას შესახებ გადაღებული ფილმი რეკორდსმენია

2024 წელს ილია თოფურიას შეუძლია კიდევ ერთი წარმატებით იამაყოს. ქართველი მებრძოლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „მატადორი“ ესპანეთში წლის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი გახდა.

Box Office-ის მონაცემებით, 19 სექტემბერს გამოსული ფილმი კინოთეატრებში უკვე 70 000-მა ადამიანმა ნახა და ნახევარ მილიონ ევროზე მეტი მოაგროვა.

ფილმი, რომელიც ილია თოფურიას საჩემპიონო გზას ეხება, ესპანური ტელევიზიის - Movistar Plus-ის დახმარებით გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორი“ მალე საჩემპიონო ქამრის დასაცავად პირველ ბრძოლას გამართავს და ის მაქს ჰოლოუეის დამარცხებას შეეცდება. ეს ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება, რომელსაც თბილისის დროით, 27 ოქტომბერს, გამთენიისას ვიხილავთ.

„მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის თებერვალში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დანოკაუტების შედეგად მოიპოვა.

„ელ მატადორს“ MMA-ში გამართული თხუთმეტი ორთაბრძოლიდან ყველა თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია მაქსს: მოხუცებისთვის სახლი უკვე გავხსენი, ერთი ოთახი შენთვისაც მაქვს
ილია მაქსს: მოხუცებისთვის სახლი უკვე გავხსენი, ერთი ოთახი შენთვისაც მაქვს