ლუკა კურტანიძე ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონია
ლუკა კურტანიძე ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
თავისუფალ ჭიდაობაში ხორვატიის ქალაქ პორეჩში მიმდინარე მსოფლიო პირველობის D კატეგორიაში, ქართველმა სპორტსმენმა, 130კგ-ში იასპარეზა, 3-დან 3 შეხვედრა მოიგო და ჩემპიონის ტიტულს დაუფლა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა კურტანიძე ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელია თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.