ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

ილია მაქსს: მოხუცებისთვის სახლი უკვე გავხსენი, ერთი ოთახი შენთვისაც მაქვს

UFC 308-ის მთავარი ბრძოლა თოფურია ჰოლოუეის დაპირისპირება იქნება. სანამ 27 ოქტომბერი მოვა, იქამდე ტემპერატურა მაქსიმალურად იმატებს.

ESPN MMA-იმ ორივე მებრძოლი მიიწვია და მათთან საერთო ინტერვიუ ჩაწერა, რამაც ქომაგების დიდი ყურადღება გამოიწვია.

თოფურია:

„შენთვის პირველად ჩაქრება სინათლე, ნოკაუტში გაგიშვებ დამიჯერე. ასე იქნება. შენ მყისიერად გახდები ჩემი ფანი. შენ იცი ეს როგორი გრძნობაა, როცა უკან დაბრუნება გიწევს, რადგან შენ პროფესიონალურ დონეზე შვიდი მარცხი გაქვს, მე ნული. ასე რომ, შენ ამის გაკეთებას კიდევ ერთხელ აპირებ. ამაში ეჭვი არ მეპარება.

მე უკვე გავხსენი სახლი მოხუცებისთვის. ვოლკანოვსკის აქვს უკვე თავისი ოთახი. შენთვისაც მაქვს ერთი და 26 ოქტომბერს იქ მოგათავსებ. ყველაფერი სრულიად უფასოდ“.

ჰოლოუეი:

„შენ იყავი პირველი სახელი, რომელიც მოვითხოვე. ყველაზე მარტივი ბრძოლის მიღება მინდოდა. მე მინდა ილია თოფურია - ეს არის ის, რაც მე ვთქვი".

თოფურია:

„26 ოქტომბერს რის გაკეთებასაც ვაპირებ არის ის, რომ ჩავაქრობ შუქს და ჩემს გუნდთან ერთად წვეულებას მოვაწყობ. ეჭვიც კი არ მეპარება, რომ პირველი ვიქნები, ვინც დაგანოკაუტებს. მე არც მინდა, რომ ამის გჯეროდეს, რადგან თუ დაიჯერებ იმას, რასაც გეუბნები, არც კი მოხვალ, მე კი მჭირდება, რომ საბრძოლველად მოხვიდე“.

ჰოლოუეი:

„მე გამოვჩნდები, ძმაო, ყოველ ჯერზე გამოვჩნდები. შენ დიდი ხანია ჩემი ფანი ხარ. მე ყოველ დედამ****ულ ჯერზე გამოვჩნდები."

შეგახსენებთ, რომ ეს ილია თოფურიას პირველი საჩემპიონო დაცვა იქნება. ამის შემდეგ, ილიას 2025 წელს ბრძოლის გამართვა მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ომალის ულტიმატუმი მერაბს | შუგას რევანშის აღება უნდა
ომალის ულტიმატუმი მერაბს | შუგას რევანშის აღება უნდა