ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

ილიას მწვრთნელი: „თოფურია ჰოლოუეის გადაუვლის“

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ილია თოფურიას მწვრთნელმა, ხორხე კლიმენტმა მაქს ჰოლოუეისთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა. კლიმენტმა განაცხადა, რომ „დალოცვილს“ „ელ მატადორთან“ შანსი არ აქვს და თოფურია ჰოლოუეის გადაუვლის.

„ილიას კარიერულად ძალიან კარგი მომენტი უდგას. ის უფრო დაღვინებული, უფრო პროფესიონალი და უფრო შეუპოვარი მებრძოლია. ჰოლოუეი, ვოლკანოვსკის მსგავსად,  პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ MMA-ში დიდი ხანია ვმოღვაწეობ და ვხედავ, მათ შორის რა განსხვავებებიცაა.

ილია ჰოლოუეის გადაუვლის. წინა ჩხუბამდე გითხარით, რომ ვოლკანოვსკის დავანოკაუტებდით, ახლა შემიძლაი გითხრათ, რომ თოფურიას მისი დანოკაუტებაც შეუძლია და გრაუნდ ენდ ფაუნდით დაფინიშებაც. ვოლკანოვსკიც არავის ჰყავდა დანოკაუტებული, მაგრამ ილიამ შანსი მიიღო და მიზანს მიაღწია“.

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი UFC 308-ის მთავარი მოვლენა იქნება. ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და ილიასა და მაქსის დაპირისპირებას 27 ოქტომბერს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის 3-4 საათზე ვიხილავთ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
U21 | 5-გოლიანი მატჩი და საქართველოს მარცხი შვედეთში
U21 | 5-გოლიანი მატჩი და საქართველოს მარცხი შვედეთში