საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

U21 | 5-გოლიანი მატჩი და საქართველოს მარცხი შვედეთში

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის ბოლოს წინა ტურში შვედეთს სტუმრად დაუპირისპირდა და დაძაბულ, უხვგოლიან ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.

შვედეთიც და საქართველოც მეორე ადგილისთვის იბრძვიან. ჯგუფში პირველი პოზიციაზე უკვე გაინაღდა ნიდერლანდების ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამ შეხვედრამდე 16 ქულით მეორე ადგილზე რამაზ სვანაძის გუნდი იყო, შვედები კი 14 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებოდნენ.

მატჩი ჩვენთვის კარგად დაიწყო და მე-13 წუთზე ნოდარ ლომინაძემ ლამაზი გოლით ანგარიში გახსნა.

შვედებმა უპირატესობის მოპოვება მალევე შეძლეს, თუმცა მცირედით გაუმართლათ, რადგან 23-ე წუთზე ონდრეიკას დარტყმული რიკოშეტის შედეგად ჩვენს კარში აღმოჩნდა. 39-ე წუთზე კი ვიგოს „სელტას“ ერთ-ერთმა ლიდერმა სვედბერგმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა და შვედებმა ტაიმი მოიგეს.

მეორე ნახევარი სვანაძის გუნდისთვის ყველაზე ცუდი სცენარით დაიწყო. 48-ე წუთზე დაცვაში უყურადღებო თამაშის შემდეგ იუსეფ ერაბიმ ანგარიში 3:1 გახადა.

51-ე წუთზე დოვინმა ბურთი მეკარეს დაუბრუნა, რომელმაც მისი გაჩერება ვერ შეძლო და ანგარიში 3:2 გახდა. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს მომენტები ჰქონდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე გვაკლდა.

საბოლოოდ, შვედეთმა მოიგო და ამჟამად 17 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან. ბოლო ტურში ისინი ლიდერ ნიდერლანდებს ესტუმრებიან, რომლებსაც მოტივაცია აღარ აქვთ. ამ მატჩში რამაზ სვანაძის გუნდს ხელს ფრეც აძლევს. ქართველი ფეხბურთელები კი პარალელურად შინ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებენ, სადაც ლოგიკურად 3 ქულის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვინც კვარას აკრიტიკებს, მას პრობლემები აქვს“ - ნაპოლის ყოფილი კაპიტანი
„ვინც კვარას აკრიტიკებს, მას პრობლემები აქვს“ - ნაპოლის ყოფილი კაპიტანი